Thumbnail

ჩრდილოკაროლინელი მოდელი და მუსიკოსი, კაროლინ მაინერ სმიტი, იგივე Siiickbrain, ახალ კომპოზიციას Silence და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის პირველ EP-ში შევა, რომლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კაროლინ მაინერ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2020 წელს დაიწყო. ამავე წლის მარტში სიქბრეინმა სადებიუტო სინგლი Cigarettes and Cartier გამოუშვა. არტისტს ამ დრომდე ისეთ შემსრულებლებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Skrillex, Swae Lee, Pussy Riot და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული