Thumbnail

ირანული წარმოშობის ლოს ანჯელესელი პროდიუსერი, მარალ მაჰმუდი, იგივე Maral და ექსპერიმენტული პოპ ჯგუფის Animal Collective წევრი, ნოა ლენოქსი, სასცენო სახელით Panda Bear, ახალ კომპოზიციას On Your Way და მასზე შექმნილ კლიპს ავრცელებენ.

მარალმა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Mahur Club გამოუშვა. 2020 წელს კი რიგით მეორე ჩანაწერი Push გამოაქვეყნა.

ნოა ლენოქსმა, სასცენო სახელით Panda Bear, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1998 წელს დაიწყო. 2003 წელს კი მან ბალტიმორში დევიდ პორტნერთან, ჯოშ დიბსა და ბრაიან ვეითზთან ერთად ექსპერიმენტული პოპ ჯგუფი Animal Collective ჩამოაყალიბა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული