Thumbnail

ნახეთ: BTS-ის წევრებმა "ლუი ვიტონის" ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton მამაკაცის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა. სეულში მოწყობილ ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS, რომელიც აპრილში ბრენდის სახე გახდა. ათწუთიანი შოუს განმავლობაში ბიჭებმა ორ-ორ კოსტიუმს გაუწიეს დემონსტრირება.

ნახეთ: Funko-მ კლიპის Dynamite შთაგონებით BTS-ის წევრების ფიგურები შექმნა

ჩვენების მთავარი გმირები სწორედ ჯინი, არემი, ჯეი-ჰოუპი, ვი, ჯონგუქი, შუგა და ჯიმინი იყვნენ, ისინი სხვა მოდელებთან ერთად წარმოადგენდნენ "ლუი ვიტონის" ნამუშევრებს.

რატომ ახსენდებათ BTS-ის წევრებს ცუდად ჯგუფის სადებიუტო პერფორმანსი

აღსანიშნავია, რომ "ბითიესმა" ცოტა ხნის წინ ახალი სინგლის Permission to Dance თიზერი გაავრცელა. კომპოზიცია, რომელზეც პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ედ შირანმა იმუშავა, პარასკევს, 9 ივლისს, კლიპთან ერთად გავრცელდება.

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული