Thumbnail

Tyler, The Creator: ეისეფ როქისთან თანამშრომლობა მინდოდა, მაგრამ არაფრად ჩამაგდო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე თვის დასაწყისში გრემის მფლობელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ბრუკლინში მდებარე უილიამსბურგის დარბაზში ახალგავრცელებული ალბომის CALL ME IF YOU GET LOST პრომოუშენის ფარგლებში კონცერტი გამართა. კომპოზიციების შესრულებასთან ერთად პოპულარული მუსიკოსი სიტყვით გამოდიოდა, ხუმრობდა, ხანაც სტუდიურ ჩანაწერთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს ყვებოდა.

Tyler, The Creator: ხალხს ავიწყდება, რომ რეპერი ვარ

შექმენი Tyler, The Creator-ის ალბომის გარეკანი შენი ფოტოთი

ნახეთ: "გუჩის" რეკლამაში Iggy Pop, ASAP Rocky და Tyler, the Creator მონაწილეობენ

შოუს მიმდინარეობისას ტაილერმა ახლო მეგობრის, თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეული წარმომადგენლის, ეისეფ როქის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ალბომის ტრეკის CORSO ბითი სპეციალურად როქისთან კოლაბორაციისთვის შეიქმნა, თუმცა, ნიუ იორკელმა შეთავაზება უყურადღებოდ დატოვა.

ტაილერი და როქი ახლო მეგობრები არიან. მუსიკალურ კარიერაშიც მათი გზები არაერთხელ გადაკვეთილა. რეპერების ყველაზე გამორჩეული ერთობლივი ნამუშევარი Who Dat Boy გახლავთ, რომელიც ტაილერის 2017 წლის ალბომის Flower Boy მთავარი სინგლია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული