Thumbnail

ნახეთ: Wolf Alice კომპოზიციაზე Feeling Myself გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Wolf Alice კომპოზიციაზე Feeling Myself გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების რიგით მესამე ალბომში Blue Weekend შედის, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა.

ნახეთ: Wolf Alice კომპოზიციაზე Safe From Heartbreak გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ნახეთ: Wolf Alice კომპოზიციაზე Lipstick on the Glass გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ალბომში შესულ სიმღერებზე გადაღებული ვიდეორგოლები შინაარსობრივად ერთმანეთს უკავშირდება, მათი ავტორი ლონდონელი რეჟისორი, ჯორდან ჰემინგუეი გახლავთ.

Wolf Alice ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. გრემის ნომინანტმა ბენდმა 2015 წელს სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი My Love Is Cool გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა ჩანაწერში შესულმა სინგლმა Moaning Lisa Smile მოუტანა, რომელიც ბილბორდის ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა. კოლექტივს ამ დრომდე სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული