Thumbnail

სომეხი მედუდუკე, ჯივან გასპარიანი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

დუდუკის დიდოსტატად წოდებული სომეხი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჯივან გასპარიანი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილიშვილმა, ჯივან გასპარიან უმცროსმა გაავრცელა.

"მსოფლიომ დღეს წარმოუდგენლად დიდი დანაკლისი განიცადა. დაკარგა არა მხოლოდ საკულტო ფიგურა, არამედ ძალიან კარგი ადამიანიც. მშვიდად განისვენე", - წერს ჯივან გასპარიან უმცროსი ფეისბუქზე.

The world has suffered unimaginable loss tonight. Not only an icon, but a beautiful soul. May he rest in peace. 🙏🏻 Շատ մեծ ցավովեմ գրում իմ մեծ կորստի մասին🙏🙏🙏 Աստված հոգիդ լուսավոր երկնքում պահի

Posted by Jivan Gasparyan Jr. on Tuesday, July 6, 2021

 

ჯივან გასპარიანმა დუდუკზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო. მოღვაწეობის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ბრაიან მეი, სტინგი, ჰანს ციმერი, ბრაიან ინო და სხვები. გასპარიანს ისეთი ცნობილი ფილმების მუსიკალური თემების შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა: "გლადიატორი", "სისხლიანი ალმასი", "რონინი" და სხვა. 2002 წელს ის მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის Worldwide Music Expo-მ დააჯილდოვა. 2006 წელს კომპოზიტორი გრემიზე საუკეთესო ტრადიციული მუსიკის ალბომის კატეგორიაში წარადგინეს. მან მოღვაწეობის განმავლობაში 16 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული