Thumbnail

ნახეთ: ემინემმა თავის ლეიბლზე რეპერი Grip აიყვანა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალურმა დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ემინემმა თავის ლეიბლ "შეიდი რექორდსში" ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი რეპერი, ფსევდონიმით Grip აიყვანა. ინფორმაცია ატლანტელმა ემსიმ ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა. გრიფმა ვეტერან კოლეგასთან ერთად სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

გრიფი 30 წლის რეპერია, რომელიც წარმომავლობის მიუხედავად (თანამედროვე ატლანტელების ძირითადი ნაწილი თრეფ მიმდინარეობას ან მამბლ ჰიპ ჰოპს მიჰყვება) აქცენტს ლირიკულ რეპზე აკეთებს. მისი თქმით, გარეპვის დაწყება ცნობილი კოლეგის, თიაის 2003 წლის ალბომის Trap Muzik მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა. გრიფის შემოქმედებაზე შთაგონება ჯეი ზიმ, ნასმა, ჯგუფებმა "აუთქასთმა", "გუდი მობმა" და "ნირვანამ" იქონიეს. გრიფის რეჩიტატივის კითხვის მანერაზე "აუთქასთის" წევრის, Andre 3000-ის გავლენა მარტივი შესამჩნევია.

2 ივლისს, "შეიდიში" გაწევრიანების შემდეგ, ატლანტელმა რეპერმა ახალი კომპოზიცია Gutter და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული