Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რაღაც მეორდება, რომ ვერ წარმოიდგენდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა მუსიკალური პლატფორმის Apple Music გადაცემაში ‎The Zane Lowe Show სტუმრობისას ისაუბრა, რა ეტაპზეა ამჟამად ცხოვრებაში და როგორ გრძნობს თავს.

რატომ ნანობდა ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის კლიპში Jenny from the Block მონაწილეობას

"ვიცი, ხალხს სულ აინტერესებს, როგორ ვარ, როგორ მიდის ჩემი საქმეები, ყველაფერი რიგზე თუ მაქვს - ამაზე კარგად არასდროს ვყოფილვარ. ის ადამიანები, რომლებსაც ჩემი ბედი ადარდებთ, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი არიან - მინდა, მათ იცოდნენ, რომ თავს დიდებულად ვგრძნობ. ვფიქრობ, როდესაც ცხოვრებაში ამ ადგილას ხარ, შენს თავს ისეთი შესანიშნავი რაღაცები მოხდება, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდი, თუ განმეორდებოდა. ზუსტად ამ ადგილას ვარ ახლა", - ამბობს ჯეილო.

51 წლის არტისტს კონკრეტული სახელი არ უხსენებია, თუმცა, როგორც ცნობილია, მან 17-წლიანი განშორების შემდეგ ამერიკელ მსახიობ და რეჟისორ ბენ აფლეკთან რომანტიკული ურთიერთობა განაახლა.

"მომწონს ის სიყვარული, რომელიც ამჟამად ჩემ ირგვლივ ტრიალებს და ვაფასებ ყველა კეთილ სურვილს, რომელსაც ვიღებ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია", - ამბობს მომღერალი.

მანამდე ჯენიფერი ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული. მათ მიმდინარე წლის აპრილში დაადასტურეს, რომ ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ლოპესი და აფლეკი პაპარაცებმა მალევე შენიშნეს მონტანაში დასვენების დღეების გატარებისას. ამის შემდეგ წყვილი კიდევ არაერთხელ აღბეჭდეს ერთად.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ფოტოები

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ პოპულარულ მელოდრამებში Gigli და Jersey Girl. 2002 წელს დაწყებული რომანი ამავე წლის ნოემბერში ნიშნობით გაგრძელდა, თუმცა, 2004 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბენ აფლეკი ჯეილოს რიგით მესამე ალბომში This Is Me... Then შესულ ჰიტზე Jenny from the Block გადაღებულ კლიპში მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული