Thumbnail

მიზეზი, რის გამოც კურტ კობეინს Led Zeppelin აღარ მოსწონდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ფრონტმენმა, კურტ კობეინმა 1991 წელს Interview Magazine-ის ადამ სნაიდერთან საუბარში გაამხილა, რომ ლეგენდარული კოლექტივების Led Zeppelin და Aerosmith დისკოგრაფიები სულ რაღაც 12 დოლარად გაყიდა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მათი მოსმენა წარსულში სიამოვნებას ანიჭებდა, გარკვეული ხნის შემდეგ მისთვის ამ ბენდების კომპოზიციებმა მიმზიდველობა დაკარგა.

ნახეთ: ავტოპორტრეტი, რომელიც კურტ კობეინმა 1992 წელს დახატა

უკანასკნელი სიმღერა, რომელიც კურტ კობეინმა სცენაზე შეასრულა

"Led Zeppelin-ისა და Aerosmith-ის მთელი კოლექცია 12 დოლარად გავყიდე. ჩემი ჰარდ როკ ფესვები მოვსპე და გადავედი პანკ როკ ჯგუფების MDC და Black Flag მოსმენაზე. იმის მიუხედავად, რომ "აეროსმიტისა" და "ლედ ზეპელინის" მუსიკა მიყვარდა და ნამდვილად მსიამოვნებდა მათი კომპოზიციების მელოდიების სმენა, დიდი ხნის შემდეგ გავაანალიზე, რომ ამ სიმღერების ტექსტები სექსისტური იყო. ისინი ხშირად მღეროდნენ პენისსა და სექსზე. მაღალ კლასებში უკვე მივხვდი, რომ ეს მაბრაზებდა", - აღნიშნა კობეინმა.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში Nirvana სტუდიაში "ლედ ზეპელინის" სიმღერას Immigrant Song ასრულებს ალბომიდან Led Zeppelin III:

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა არტისტმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული