Thumbnail

მოუსმინეთ: Blood Orange საუნდტრეკების ალბომს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, დევ ჰაინსი, იგივე Blood Orange, საკაბელო არხის HBO სერიალის In Treatment ახალი სეზონისთვის ჩაწერილ საუნდტრეკების ალბომს ავრცელებს. ნამუშევარი 24 კომპოზიციას აერთიანებს.

ნახეთ: Mykki Blanco და Blood Orange კლიპს It's Not My Choice ავრცელებენ

დევ ჰაინსმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ის ჯგუფში Test Icicles მოღვაწეობდა. არტისტის სოლო შემოქმედება 4 სტუდიურ ალბომს აერთიანებს, რომელთაგანაც გამორჩეული 2018 წლის ჩანაწერი Negro Swan გახლავთ. მას ისეთ არტისტებთან ერთად უმუშავია, როგორებიც არიან: P. Diddy, ASAP Rocky, The Chemical Brothers და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული