Thumbnail

ნახეთ: Tyler, The Creator ალბომის CALL ME IF YOU GET LOST კომპოზიციებს ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ნიუ იორკში, ბრუკლინში მდებარე უილიამსბურგის დარბაზში კონცერტი გამართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე კალიფორნიელმა მუსიკოსმა მის ახალგავრცელებულ ალბომში CALL ME IF YOU GET LOST შესული კომპოზიციები შეასრულა. პერფორმანსის სრული ვიდეოჩანაწერი ტაილერის იუთუბზე გამოქვეყნდა.

ნახეთ: Tyler, The Creator კომპოზიციის CORSO კლიპს ავრცელებს

Tyler, The Creator: ხალხს ავიწყდება, რომ რეპერი ვარ

შექმენი Tyler, The Creator-ის ალბომის გარეკანი შენი ფოტოთი

ტაილერის რიგით მე-6 სტუდიური ნამუშევარი 25 ივნისს გამოიცა. ალბომის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე მისი 169 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ მაჩვენებლით კალიფორნიელის ჩანაწერი ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული