Thumbnail

ნახეთ: კორტნი ლავი ბრიტნი სპირსის სიმღერას Lucky ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, კორტნი ლავი პოპვარკვლავ ბრიტნი სპირსის კომპოზიციის Lucky ქავერ ვერსიას ავრცელებს. არტისტმა სხვადასხვა შემსრულებლის სიმღერების ქავერების სერია გასულ თვეში დაიწყო.

ნახეთ: კორტნი ლავისა და კურტ კობეინის კაბა აუქციონზე იყიდება

აღსანიშნავია, რომ კორტნი ლავმა ბრიტნი სპირსს, რომელიც საკუთარ მეურვეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაშია ჩართული მამის, ჯეიმი სპირსის წინააღმდეგ, საჯარო მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. როგორც ცნობილია, ბრიტნის, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, უკვე 13 წელია, საკუთარი ქონების, კარიერისა და პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული.

კორტნი ლავმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1981 წელს დაიწყო. მან განსაკუთრებული პოპულარობა როკ ბენდში Hole მოღვაწეობით მოიპოვა. 2004 წელს შემსრულებელმა თაყვანისცემლებს სოლო სტუდიური ალბომი America's Sweetheart შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული