Thumbnail

ნახეთ: Blackpink-ის როზე და ჯენი ახალ მუსიკაზე სამუშაოდ ამერიკაში იმყოფებიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის წევრები, როზე და ჯენი პაპარაცებმა კალიფორნიის ქალაქ ლოს ანჯელესში შენიშნეს. მას შემდეგ, რაც გოგონების ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა, კოლექტივის ლეიბლმა YG Entertainment ოფიციალური განმარტება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ არტისტები აშშ-ში ახალ მუსიკაზე სამუშაოდ იმყოფებიან.

ნახეთ: Blackpink-ის როზემ ჯონ მეიერის Slow Dancing In A Burning Room დააქავერა

ნახეთ: Blackpink-ის ჯენი Calvin Klein-ის ფოტოსესიაში

"ამ დროსთვის, როზე და ჯენი ამერიკაში არიან ვიზიტით მუსიკაზე სამუშაოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ როზე და ჯენი ახალგაზრდა კალიფორნიელი მუსიკოსის, ჯეიდენ სმიტისა და დიჯეების დუეტის Simi & Haze გარემოცვაში აღბეჭდეს. არც ერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია, უკავშირდება თუ არა ეს შეხვედრა პროექტს, რომელზეც გოგონები ამჟამად მუშაობენ.

როზემ და ჯენიმ პოპულარობა "ბლექფინქში" მოღვაწეობით მოიპოვეს. სეულში 2016 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du ითვლება, რომლის დამსახურებითაც "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა.

რატომ შეაშინა Blackpink-ის როზე ჯგუფის წევრებთან პირველმა შეხვედრამ

რაც შეეხება მათ სოლო კარიერას, ჯენის დებიუტი 2018 წელს სიმღერით Solo შედგა. როზემ კი მიმდინარე წლის მარტში სინგლების ალბომი R გამოუშვა, რომელში შესულ კომპოზიციაზე On The Ground გადაღებული კლიპიც იუთუბზე ერთ დღეში 41,6 მილიონჯერ ნახეს, ამით, ის პირველი სოლო კეიპოპ არტისტი გახდა, რომლის სიმღერის ვიდეორგოლმა პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში რეკორდული რაოდენობის ნახვა დააგროვა. ამასთან, ნამუშევარი Billboard-ის ჩარტების Global 200 და Global Excl. U.S. სათავეში მოექცა, ცხელ ასეულში კი 70-ე ადგილი დაიკავა - შედეგად მუსიკოსი ჰიტ-აღლუმში ყველაზე მაღალ პოზიციაზე მყოფი კორეელი ქალი სოლო შემსრულებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული