Thumbnail

ნახეთ: J Balvin-მა და Skrillex-მა კომპოზიცია In Da Getto გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა და ცნობილმა ამერიკელმა დიჯეიმ, სკრილექსმა ახალი ერთობლივი კომპოზიცია In Da Getto და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ალფრედ მაროკინი გახლავთ, ტრეკის პროდიუსერები კი თავად სკრილექსი და პუერტორიკოელი Tainy არიან.

ნახეთ: J. Balvin & Maria Becerra - Qué Más Pues?

მოუსმინეთ: Skrillex, Noisia, josh pan & Dylan Brady - Supersonic (My Existence)

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

სონი ჯონ მურს, სასცენო სახელით Skrillex, კარიერის განმავლობაში რვა გრემის ჯილდო აქვს მოპოვებული. განსაკუთრებული პოპულარობა მას კომპოზიციებმა Bangarang, Make It Bun Dem და First Of The Year მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული