Thumbnail

ნახეთ: "მეტალიკა" 1991 წელს დანიაში სიმღერას Sad but True ასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica საარქივო ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბენდი 1991 წლის 10 აგვისტოს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, სტადიონ Gentofte Sportspark-ზე გამართულ კონცერტზე კომპოზიციას Sad but True ასრულებს. ვიდეოჩანაწერი კოლექტივის საკონცერტო ფილმში Live At Gentofte Stadion შევა, რომელსაც "მეტალიკა" თავისი რიგით მეხუთე ალბომის The Black Album დელუქს ვერსიასთან ერთად DVD-ის სახით 10 სექტემბერს გამოსცემს.

"მეტალიკა" The Black Album-ის განახლებულ ვერსიასა და ქავერ ალბომს გამოუშვებს

ჯგუფი Metallica ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. ცხრა გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. კოლექტივს ამ დროისთვის ათი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული