Thumbnail

Tekashi 6ix9ine-მა განმარტა, რატომ არ ეხმარება მამას ფინანსურად

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა ბლოგერ DJ Akademiks-თან ინტერვიუში განმარტა, რატომ არ ეხმარება ფინანსურად თავის ბიოლოგიურ მამას. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დანიელ ერნანდეს უფროსმა განაცხადა, რომ უსახლკაროა, მისი მილიონერი შვილი კი არაფერს აძლევს.

Tekashi 6ix9ine-ის მამა: უსახლკარო ვარ, მაგრამ ტეკაში არ მეხმარება

"ყველამ იცის, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ დაბადებისთანავე მიმატოვა. ამჟამად კი თავშესაფარში ცხოვრობს და კოკაინს იყნოსავს. ის ფაქტი, რომ მე ნარკოდამოკიდებულ მამას, რომელმაც იმ წამსვე მიმატოვა, როგორც კი გავჩნდი, ფულს არ ვაძლევ, მედიაში უფრო აქტუალური თემაა, ვიდრე სხვა პოზიტიური ამბები. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ზიზღი მოდაშია. მუდმივად ცდილობენ, რომ საშინელ ადამიანად წარმომაჩინონ", - ამბობს ტეკაში.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული