Thumbnail

Tierra Whack: მუსიკალურ მოღვაწეობას ვწყვეტ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

25 წლის ჰიპ ჰოპ არტისტმა, თიერა ვექმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით მსმენელს აცნობა, რომ მუსიკალურ კარიერას ასრულებს. გადაწყვეტილების მიზეზებზე შემსრულებელს საჯაროდ არ უსაუბრია.

ნახეთ: Tierra Whack - Link

"კარიერას ვასრულებ და მუსიკის კეთებას ვწყვეტ", - წერს არტისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კომპოზიცია სახელწოდებით "76", რომელიც არტისტმა საკუთარი მშობლიური ქალაქის საკალთბურთო გუნდისთვის, "ფილადელფია სიქსერსისთვის" შექმნა, 9 ივნისს გავრცელდა.

თიერამ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს, სადებიუტო ალბომით Whack World გახდა. ჩანაწერი, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული თითოეული კომპოზიციის ხანგრძლივობა ზუსტად ერთ წუთს შეადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული