Thumbnail

მერილინ მენსონს სექსუალური ძალადობისთვის უკვე მეოთხე ქალი უჩივის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მერილინ მენსონის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, მოდელმა ეშლი ლინდსი მორგანმა არტისტის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. 36 წლის ქალმა ჯერ კიდევ მაისში, ჟურნალ People-თან ინტერვიუში, დეტალურად გაიხსენა მერილინთან ურთიერთობის პერიოდი და მენსონს "სამყაროს ყველაზე შემაძრწუნებელი ურჩხული" უწოდა. მორგანმა კალიფორნიის ცენტრალური ოლქის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს შეიტანა სარჩელი, რომელშიც მუსიკოსს არაერთ ბრალდებას უყენებს, მათ შორის ამბობს:

გავრცელებული ინფორმაციით, მერილინ მენსონი აპირებს, პოლიციას ჩაბარდეს

"მან ბარძაყზე თავისი ინიციალები ამომისერა დანით, რომელზეც სვასტიკა იყო გამოსახული".

გამოცემა Dailymail-ის მიერ გასაჯაროვებულ სასამართლო დოკუმენტებში მენსონს მორგანი გაუპატიურებაში, ნებართვის გარეშე ინტიმურ ადგილებზე შეხებაში, წინასწარგანზრახვით ემოციური სტრესის მიყენებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.

როგორც ქალი ჯერ კიდევ მაისში, People-თან ინტერვიუში იხსენებდა, მუსიკოსი მას შუშის ხმაგაუმტარ ოთახში ამწყვდევდა, რომელსაც "ცუდი გოგონების ოთახად" მოიხსენიებდა.

"მერილინ მენსონი შემზარავი მონსტრია" - ეშლი მორგანი ძალადობის ფაქტებს იხსენებს

ეშლის გარდა მერილინის წინააღმდეგ სულ მცირე 14-მა ქალმა გამოთქვა ბრალდებები. თავდაპირველად მენსონს მისმა ყოფილმა საცოლემ, მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა დასდო ბრალი ძალადობაში, რის შემდეგაც ქალებმა, რომლებსაც მასთან პირადი, ანაც სამსახურეობრივი ურთიერთობები აკავშირებდათ, ღიად დაიწყეს საუბარი არტისტის მიერ მათზე განხორციელებული სასტიკი მოპყრობის, ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების, მუქარისა და მანიპულირების შემთხვევებზე. მერილინმა თავიდანვე უარყო ბრალდებები და მათ ფაქტების საშინელი დამახინჯება უწოდა.

"ჩემი ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის სრულად იყო მეორე მხარესთან შეთანხმებული", - აღნიშნა მან.

ბრაიან უორნერმა, იგივე მერილინ მენსონმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული