Thumbnail

ნახეთ: Mellow კომპოზიციის Koma აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსი ნიკა ჩოხელი ჯგუფი Mellow-ს კომპოზიციის Koma აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს. 2013 წელს გამოცემული სიმღერის ლაივ ვერსიას ნიკა ძმასთან, გურამთან ერთად ასრულებს, რომელიც ამავე პროექტის წევრია.

მოუსმინეთ: Mellow - A Whole Truth

Mellow ნიკა ჩოხელის პროექტია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსმა 2011 წელს შექმნა. 2012 წელს მან სადებიუტო მინი ალბომი სახელწოდებით Summer Sun გამოუშვა. არტისტის სხვა პროექტებიდან აღსანიშნავია "ნიიკ მღვიმელი და ცუდი თესლი" და Renaissance Boys. მასვე ეკუთვნის მუსიკა პოპულარული ქართული ტელესერიალებისთვის "ჩემი ცოლის დაქალები" და "ხელოვნური სუნთქვა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული