Thumbnail

კანადური არენბი დუეტი dvsn და მათი ცნობილი კოლეგა Ty Dolla Sign ახალ კომპოზიციას I Believed It ავრცელებენ. ჩანაწერში 2018 წელს გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის, მაკ მილერის ვერსია გამოყენებული. ტრეკის პროდიუსერები თავად თაი დოლა და dvsn-ის წევრი Nineteen85 არიან.

მოუსმინეთ: dvsn ალბომის Amusing Her Feelings დელუქს ვერსიას ავრცელებს

არენბი შემსრულებლის, დენიელ დელისა და პროდიუსერის Nineteen85 დუეტმა dvsn მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის თებერვალში კანადური გაერთიანება დრეიქის ლეიბლში OVO Sound გაწევრიანდა. მას შემდეგ ჯგუფმა სამი ალბომი გამოაქვეყნა.

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს მორიგი სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა, რომელმაც პირველის მსგავსად ოქროს სტატუსის წოდება დაიმსახურა. 2020 წელს კი თაი დოლას დღეისთვის ბოლო ალბომი Featuring Ty Dolla Sign გამოიცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული