Thumbnail

მამაკაცი, რომელმაც BTS-ის წევრის სახელი, ჯიმინი დაირქვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

31 წლის ოლი ლონდონმა, რომელიც პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრის, ჯიმინის სუპერფანია და უკვე წლებია, ესთეტიკურ მედიცინას მიმართავს საყვარელი კეიპოპ შემსრულებლის გარეგნობის მისაღებად, იუთუბზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საკუთარ იდენტობაზე საუბრობს. მისი თქმით, თავს ბრიტანელად არ მიიჩნევს და არც რომელიმე სქესს მიეკუთვნება. მან გამომწერებს აცნობა, რომ ჯიმინი დაირქვა და ითხოვა, მოიხსენიონ, როგორც არაბინარული იდენტობის მატარებელი კორეელი.

ნახეთ: BTS-ის წევრების ფეშენებელური სახლები

"ვიცი, რომ ცოტა დამაბნეველია ჯიმინის, ანაც, ზოგადად, კორეელის სახის მიღება, მაგრამ მე მართლა მქონდა ჩემს იდენტობასთან დაკავშირებული სირთულეები. იმ სხეულში ვიყავი გამომწყვდეული, რომელშიც დავიბადე, ახლა კი, როგორც იქნა, საკუთარი თავი ვიპოვე. პირველად ჩემს ცხოვრებაში ვთვლი, რომ ლამაზი ვარ, სარკეში ვიყურები და მომწონს, როგორც გამოვიყურები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გარეგნობას დასრულებული სახე მივეცი. როგორც იქნა, კორეელი ვარ. ისეთივე თვალები მაქვს, წარბებიც უკვე ავიწიე. ჩემი კორეული სახელია ჯიმინი, გთხოვთ, ამიერიდან ასე მომმართოთ. კორეაში ვცხოვრობდი, კორეულ ენას ვფლობ და ვინც აქამდე არ იცოდა, ვინ ვიყავი, ეჭვიც არ შეეპარება, რომ კორეელი ადამიანი ვარ.

დიახ, მე საკუთარ თავს კორეელად აღვიქვამ; დიახ, არაბინარული ადამიანი ვარ; დიახ, ჯიმინივით გამოვიყურები, მაგრამ არ უნდა მრიყავდეს საზოგადოება ჩემი იდენტობის გამო, არ უნდა ვიყო დეჰუმანიზებული და ჩაგრული. მე იმისთვის დავიბადე, რომ ის ადამიანი ვყოფილიყავი, ვინც დღეს ვარ", - ამბობს ის ვიდეოში, რომელშიც აღნიშნავს, რომ 18 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა სასურველი შედეგის მისაღწევად.

ოლი ლონდონმა პოპულარობა 2018 წელს ესთეტიკური მედიცინასთან დაკავშირებულ სატელევიზიო შოუში Hooked on the Look მონაწილეობით მოიპოვა. მანამდე ის სამხრეთ კორეაში ცხოვრობდა, სადაც ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.

ოლი პლასტიკურ ოპერაციებამდე

აღსანიშნავია, რომ ოლი ლონდონი კეიპოპ კომპოზიციებსაც ავრცელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული