Thumbnail

ნახეთ: St. Vincent-მა Metallica-ს კომპოზიციის Sad But True ქავერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, ენი კლარკი, სასცენო სახელით St. Vincent, ვიდეორგოლთან ერთად ლეგენდარული ჰევი მეტალ ჯგუფის, Metallica-ს კომპოზიციის Sad But True ქავერ ვერსიას ავრცელებს.

ნახეთ: მაილი საირუსი Metallica-ს ჰიტს Nothing Else Matters ასრულებს

ნახეთ: St. Vincent-მა ფელონის შოუში კომპოზიცია Down შეასრულა

სიმღერის ახალი ვერსია 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ, 12-ტრეკიან ქავერ ალბომში The Metallica Blacklist შევა, რომელიც ჯგუფის The Black Album-ის სახელით ცნობილი რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაიწერა. ნამუშევარი ორიგინალი ალბომის განახლებულ ვერსიათან ერთად ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება. როგორც ვებგვერდზე metallica.com არის აღნიშნული, The Metallica Blacklist-ის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება, მათ შორის გადაირიცხება "მეტალიკას" მიერ დაარსებულ All Within My Hands-სა და იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც ალბომში მონაწილე მუსიკოსები აირჩევენ.

St. Vincent-ის სახელით ცნობილმა ენი კლარკმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. გრემის ორი ჯილდოს მფლობელი არტისტი თავდაპირველად სუფიან სტივენსის ლაივ ბენდის წევრი იყო, 2007 წელს კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Marry Me გამოუშვა. მუსიკოსს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული