Thumbnail

გთავაზობთ 2021 წლის ივნისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

10. 4D Monster Lobsters & Zura Javakhia - inmyhead

ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters და ცნობილმა მუსიკოსმა, ზურა ჯავახიამ ახალი კომპოზიცია inmyhead და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს. სინგლი კოლექტივის რიგით მეორე ალბომში ERTOBA & GARTOBA შევა, რომელიც 20 აგვისტოს გამოიცემა. 

9. Isaiah Rashad - Headshots (4r Da Locals)

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, აიზეა რაშადმა ახალი კომპოზიცია Headshots (4r Da Locals) და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ნამუშევრის პროდიუსერები Henry Was და Hollywood Cole არიან. ტრეკი რაშადის მომავალ, რიგით მესამე ალბომში The House Is Burning იქნება წარმოდგენილი.

8. Melqo - Andobs ft. Sefrei

დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი კომპოზიცია Andobs გაავრცელა. ჩანაწერში მარიამ კავილაძე, ფსევდონიმით Sefrei მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი თავად მელქო გახლავთ.

7. Kamasi Washington - Sun Kissed Child

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, კამასი ვაშინგტონმა ახალი კომპოზიცია Sun Kissed Child გაავრცელა. სინგლი კომპანია ESPN-ის გამოცემის The Undefeated კომპილაციურ ალბომში Liberated / Music For the Movement Vol. 3 შევიდა, რომელიც გაყიდვაში 18 ივნისს ჩაეშვა. 

6. Bedford Falls - Idaho

ქართულმა ჯგუფმა Bedford Falls ახალი კომპოზიცია Idaho და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსებმა 2021 წელს გამოაქვეყნეს.

5. Vince Staples - Law of Averages

ცნობილმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Vince Staples ახალი სინგლი Law of Averages და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში Vince Staples შევა, რომელიც 9 ივლისს გამოიცემა.

4. Mellow - A Whole Truth

ნიკა ჩოხელის პროექტმა Mellow, ტექსტურ ვიდეოსთან ერთად, ახალი კომპოზიცია A Whole Truth გაავრცელა. ნამუშევარი ჯგუფის დაარსების ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

3. Yves Tumor - Jackie

ამერიკელმა მუსიკოსმა, ივ ტუმორმა ახალი კომპოზიცია Jackie და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ეს პირველი სოლო სინგლია, რომელიც არტისტმა 2020 წლის აპრილში გამოცემული ალბომის Heaven to a Tortured Mind შემდეგ გამოაქვეყნა. ტუმორმა ტრეკზე ამერიკელ პროდიუსერთან, კრის გრიტისთან ერთად იმუშავა.

2. Darkside - Lawmaker

წარმოშობით ჩილელმა მუსიკოსმა, ნიკოლას ჯაარმა და ამერიკელმა მულტიინსტრუმენტალისტმა, დეივ ჰარინგტონმა კოლაბორაციული პროექტის Darkside ფარგლებში ახალი კომპოზიცია Lawmaker გაავრცელეს. სინგლი არტისტების მომავალ, რიგით მეორე ალბომში Spiral შევა, რომელიც, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, 23 ივლისს გამოიცემა.

1. Tyler, the Creator - Hot Wind Blows ft. Lil Wayne

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, the Creator, ახალი კომპოზიცია Hot Wind Blows გაავრცელა. ტრეკში ცნობილი ლუიზიანელი რეპერი, ლილ უეინი მონაწილეობს. ნამუშევარი ტაილერის ბოლო ალბომში Call Me If You Get Lost არის წარმოდგენილი, რომელიც 25 ივნისს გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული