Thumbnail

ნახეთ: Blackpink-ის როზემ ჯონ მეიერის Slow Dancing In A Burning Room დააქავერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული გოგონათა ჯგუფის, Blackpink-ის წევრი, როზე ადგილობრივი ტელევიზიის JTBC ახალი შოუს Sea Of Hope earlier today პირველი სტუმარი გახლდათ. 24 წლის მუსიკოსმა გადაცემაში ამერიკელი არტისტის, ჯონ მეიერის 2006 წლის ალბომში Continuum შესული კომპოზიცია Slow Dancing In A Burning Room შეასრულა.

Blackpink-ის როზე: არავის ესმოდა, კეიპოპის გამო სკოლა რატომ მივატოვე

როზეს აკომპანემენტს აკუსტიკური გიტარითა და კლავიშებით უწევდნენ, სიმღერის ბოლოს კი მას კორეელი მუსიკოსები: Onew, ლი სუ იონი და იუნ ჯონგ შინი აყვნენ.

მეიერი პერფორმანსს ტვიტერზე გამოეხმაურა.

"ბრწყინვალეა", - დაწერა მან შესრულების ამსახველი ვიდეოს გაზიარებისას ჰეშთეგით #rosé.

რატომ შეაშინა Blackpink-ის როზე ჯგუფის წევრებთან პირველმა შეხვედრამ

როზემ პოპულარობა "ბლექფინქის" წევრობით მოიპოვა. კოლექტივში მოღვაწეობის პარალელურად, წარმატებული აღმოჩნდა როზეს სოლო დებიუტიც. მის ალბომში R შესულ კომპოზიციაზე On The Ground გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ერთ დღეში 41,6 მილიონი ნახვა დააგროვა, რითაც გოგონა პირველი სოლო კეიპოპ არტისტი გახდა, რომლის სიმღერის ვიდეორგოლმა პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში რეკორდული რაოდენობის ნახვა დააგროვა. ამასთან, ნამუშევარი Billboard-ის ჩარტების Global 200 და Global Excl. U.S. სათავეში მოექცა, ცხელ ასეულში კი 70-ე ადგილი დაიკავა - შედეგად მუსიკოსი ჰიტ-აღლუმში ყველაზე მაღალ პოზიციაზე მყოფი კორეელი ქალი სოლო შემსრულებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული