Thumbnail

ნახეთ: Tyler, The Creator კომპოზიციის CORSO კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გრემის მფლობელი ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, რიგით მეექვსე ალბომის CALL ME IF YOU GET LOST პრომოუშენის ფარგლებში ერთ-ერთ კომპოზიციაზე CORSO გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი ტაილერის ალტერეგო Wolf Haley გახლავთ.

მოუსმინეთ: Tyler, The Creator ახალ ალბომს CALL ME IF YOU GET LOST ავრცელებს

ნახეთ: Tyler, The Creator - LUMBERJACK

ნახეთ: Tyler, The Creator - WUSYANAME

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული