Thumbnail

ლაშა ჩხაპელიამ, პროექტით Tamada, ახალი, ინსტრუმენტული კომპოზიცია Devna გაავრცელა. ტრეკი მის სადებიუტო ალბომში Dionysus VS Tamada იქნება წარმოდგენილი, რომელსაც აგვისტოში ლეიბლი Souq Records გამოსცემს.

ნახეთ: Tamada-მ კომპოზიცია "ბედი მირბის" შეასრულა

მოუსმინეთ: Tamada - Mapatie

ლაშა ჩხაპელია, რომლის შემოქმედებითი კარიერაც 2014 წელს დაიწყო, მსმენელებმა ფსევდონიმით Lasha Chapel გაიცნეს. მისი ორი სინგლი გერმანულმა ლეიბლმა Tonal. გამოსცა. Tamada ლაშას კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ელექტრონულ და ქართულ ტრადიციულ მუსიკას აერთიანებს. საკუთარ მიმართულებას თავად არტისტი "დიფ დუქანს" უწოდებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული