Thumbnail

Tyler The Creator კომპოზიციაში Manifesto სელენა გომესს ბოდიშს უხდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ახლახან ალბომი Call Me If You Get Lost გამოუშვა. სტუდიურ ნამუშევარში შესულ კომპოზიციაში Manifesto მუსიკოსი ამერიკელ პოპვარსკვლავ სელენა გომესს ახსენებს, რომელზეც 2010-იანი წლების დასაწყისში ტვიტერსა თუ ინტერვიუებში სექსუალური ხასიათის განცხადებებს აკეთებდა.

Tyler, The Creator: ხალხს ავიწყდება, რომ რეპერი ვარ

"სელენა გომესი უკვე 18 წლისაა, ასე რომ, შეუძლია, კანონიერად შე**ოს ჩემი *ლე ტ***ში".

"მე უბრალოდ მინდა, სელენა გომესი პირში მო****ა", - წერდა ტაილერი სელენას შესახებ და იმავე კონტექსტში მოიხსენიებდა მსახიობებს, დაკოტა ფენინგს, ვიქტორია ჯასტისსა და პოპვარსკვლავ მაილი საირუსს.

2013 წელს რადიოსადგურ Power 106-ში სტუმრობისას კი რეპერი ამბობდა, რომ სელენას მისი და ჯასტინ ბიბერის მეგობრობა აღიზიანებდა.

"გულახდილად გეტყვით, ვაპირებ, სელენა გომესი ისე მოვ**ნა, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ დადგება. ჩვენ კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ გვაქვს. მას არ მოვწონვარ. ერთმანეთი არ მოგვწონს, რადგან ჯასტინს ჩემი სახლის ბიჭუნასავით ვექცევი. სელენა სულ გაბრაზებულია, მაინც რატომ ვერ მიტან?", - ამბობდა მაშინ გადაცემაში ტაილერი.

ახლად გავრცელებული კომპოზიციის Manifesto ტექსტში კი მუსიკოსი ამბობს:

"თინეიჯერი ვიყავი, როცა სელენაზე სიგიჟეები დავწერე.
არ მინდოდა მისი შეურაცხყოფა, ბოდიშს მოვუხდი, როცა ვნახავ.
მაშინ, უბრალოდ, ბიბერის მო***ნა მინდოდა".

"I was a teener, tweetin’ Selena crazy shit.
Didn’t wanna offend her, apologise when I seen her.
Back when I was tryna fuck Bieber, Just-in".

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული