Thumbnail
ფოტო: Billboard

Tyler, The Creator: ხალხს ავიწყდება, რომ რეპერი ვარ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, გამოცემა Billboard-თან ინტერვიუში წყენა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება მას რეპერად არ აღიქვამს. ამას ტაილერი თავისი მუსიკალური მრავალფეროვნებით ხსნის.

შექმენი Tyler, The Creator-ის ალბომის გარეკანი შენი ფოტოთი

მოუსმინეთ: Tyler, The Creator ახალ ალბომს CALL ME IF YOU GET LOST ავრცელებს

"ჰიპ ჰოპი ძალიან მიყვარს. ლილ უეინის მიქსტეიპმა The Dedication და Clipse-ის ნამუშევარმა We Got It 4 Cheap ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს და დიდწილად განაპირობეს ის, თუ რას წარმოვადგენ ახლა. ვფიქრობ, ხალხს ავიწყდება, რომ მე რეპერი ვარ. ამის მიზეზი კი ის მგონია, რომ მრავალმხრივი შემსრულებელი გახლავართ. ყველას მინდა ვუთხრა, ჩემმა ვიზუალმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ცოტა დაოკდით", - ამბობს მუსიკოსი.

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული