Thumbnail

ნახეთ: ორსული Cardi B ოჯახურ ფოტოებს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ BET Awards-ის დაჯილდოებაზე გაამჟღავნა, რომ ორსულადაა. ამ ამბის აღსანიშნავად ქარდიმ საოჯახო ფოტოსესია მოაწყო. სურათებში 28 წლის მუსიკოსი ქმართან, რეპერ Offset-თან და მათ პირველ შვილთან, ქალჩერთან ერთად არის აღბეჭდილი.

Cardi B-მ BET Awards-ის სცენაზე გაამხილა, რომ ორსულადაა

ნახეთ: Cardi B-მ ოფსეტს მამის დღეზე სიურპრიზი მოუწყო

"ერთმანეთს ვუსმენდით, ვურთიერთობდით, ვლოცულობდით და ღმერთმა ჩვენი ოჯახი კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. სახლში ბედნიერებამ დაისადგურა. სულ ვფუსფუსებთ, მზად ვართ ოჯახის ახალი წევრის დასახვედრად და ძალიან ბედნიერები ვართ. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის", - ასათაურებს ქარდი ფოტოს, რომელზეც ოფსეტთან ერთად არის გადაღებული.

ქარდიმ ცალკე გამოაქვეყნა ქალჩერის სურათი, რომელშიც გოგონას ხელი დედის მუცელზე უდევს.

Cardi B საუბრობს, რას მიხვდა შვილის შეძენის შემდეგ

"ვიცი, რომ ამ ორს ერთმანეთი ძალიან ეყვარება და ბევრსაც იჩხუბებენ, რადგან მათ შორის სხვაობა სამი წელია. ისევე, როგორც ჩემსა და ჩემს დას, ჰენის შორის. მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია - ისინი ერთმანეთს ზურგს ისე გაუმაგრებენ, როგორც ამას სხვა არავინ გააკეთებს", - წერს მუსიკოსი.

პოსტს რეპერის უმცროსი და, ჰენესი გამოეხმაურა, რომელმაც პოსტის კომენტარებში აღნიშნა:

"სამწლიანი სხვაობა ყველაზე კარგია".

მანამდე ქარდიმ თავისი სურათი გამოაქვეყნა სათაურით "მეორე" და პოსტზე Offset მონიშნა.

ქარდი ბიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ საერთო გოგონა, ქალჩერი 2018 წელს შეეძინათ. მუსიკოსებს ერთმანეთთან უთანამშრომლიათ ისეთ კომპოზიციებზე, როგორებიცაა: Clout, Lick, Type Sh*t და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული