Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსმა პრაიდის მხარდამჭერ ღონისძიებაზე მადონას სიმღერები შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაილი საირუსმა ლეგენდარული არტისტის, მადონას კომპოზიციების Music, Express Yourself და Like a Prayer მიქსი შეასრულა. სიმღერები მაილიმ პრაიდის თვისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე Stand By You წარადგინა, რომელიც ქალაქ ნეშვილში, საკონცერტო დარბაზ Ryman Auditorium-ში ლგბტქ+ ადამიანების მხარდასაჭერად გაიმართა.

ნახეთ: მაილი საირუსმა შერის სიმღერა Believe შეასრულა

ნახეთ: მაილი საირუსი Metallica-ს ჰიტს Nothing Else Matters ასრულებს

მაილი საირუსი პასუხობს კითხვას, რას ნიშნავს მისთვის მოდა

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული