Thumbnail

ნახეთ: მადონამ პრაიდის მხარდამჭერ ღონისძიებაზე ორი სიმღერა შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკში, სასტუმროების ქსელ Standard Hotels-ის ბარში Boom Boom Room პრაიდის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა. ივენთზე დაუანონსებლად ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მადონა გამოჩნდა. მან შეკრებილებს კომპოზიციები Hung Up და I Don’t Search I Find შესთავაზა. კონცერტზე ლგბტქ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის The Ali Forney Center და Haus of Us 100 000-ზე მეტი დოლარი შეგროვდა. ცნობილია, რომ თავად მადონამ $25 000 გადარიცხა.

როგორ იხსენებს Madonna მაიკლ ჯექსონთან რომანს

ნახეთ: მადონამ $19 მილიონად The Weeknd-ის სახლი იყიდა

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული