Thumbnail

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში BET Awards-ის 2021 წლის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიის ნომინანტებმა და მიწვეულმა სტუმრებმა დარბაზში შესვლამდე ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი და კამერების წინ ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებულ სამოსს გაუწიეს დემონსტრირება.

► ნახეთ: 2021 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს Billboard Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე

Lil Nas X

პოპულარულმა ქანთრი რეპერმა, ლილ ნას იქსმა Andrea Grossi-ს დიზაინით შექმნილი სამოსით მიიქცია ფოტოგრაფების ყურადღება. 

Lil Nas X

მოგვიანებით კი 22 წლის მუსიკოსი წითელ ხალიჩაზე Richard Quinn-ის კოსტიუმში გამოწყობილი დაბრუნდა.

Megan Thee Stallion & Pardison Fontaine

წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ ამერიკელი რეპერების, მეგან პიტისა და პერდისონ ფონტეინის წყვილი. მეგანმა არჩევანი Jean Paul Gaultier-ს ღია ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა, პერდისონმა კი უპირატესობა შავ სამოსს მიანიჭა.

Tyler, the Creator

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ტაილერის ჩაცმულობა მისი ახალი ალბომის Call Me If You Get Lost ესთეტიკით იყო შთაგონებული.

Ciara

ამერიკელი მომღერალი, სიარა Alexandre Vauthier-ს დიზაინით შექმნილი სამოსით იწონებდა თავს.

Saweetie

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სოუითიმ Dolce & Gabbana-ს ლურჯი, შლეიფიანი კაბით გაიარა წითელ ხალიჩაზე.

Saweetie

შემდეგ კი ამავე ბრენდის წითელი კაბა მოიხდინა.

Giveon

Chanel-ზე შეაჩერა არჩევანი კალიფორნიელმა მუსიკოსმა, გივეონმა. 

Jennifer Hudson

Dolce & Gabbana-ს კაბა ეცვა ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს, ჯენიფერ ჰადსონს.

H.E.R.

Giorgio Armani-ს კოსტიუმში გამოწყობილმა გაიარა წითელ ხალიჩაზე ახალგაზრდა არენბი შემსრულებელმა, გაბრიელა უილსონმა, ფსევდონიმით H.E.R.

City Girls

კამერების წინ იპოზირეს ამერიკული დუეტის, City Girls-ის წევრებმა, იანგ მაიამიმ და ჯეითიმ.

JT & Lil Uzi Vert

ჯეითი დაჯილდოებაზე შეყვარებულთან, ფლორიდელ რეპერ ლილ უზი ვერტთან ერთად მივიდა.

Migos

ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos-ის წევრებმა, ქუევომ, ოფსეტმა და თეიქოფმა არჩევანი Bottega Veneta-ზე შეაჩერეს.

Lil' Kim

წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლილ კიმი, რომელსაც Dolce & Gabbana-ს სამოსი ეცვა.  

DaBaby

წითელ ხალიჩაზე Prada-ს სამოსში გამოწყობილმა გაიარა პოპულარულმა სამხრეთელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დაბეიბიმ.

Arlo Parks

დაჯილდოებას ესწრებოდა ახალგაზრდა ბრიტანელი მუსიკოსი, არლო პარკსი.

Roddy Ricch

წითელ ხალიჩაზე გაიარა პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, როდი რიჩმა. მან Bottega Veneta-ს შავ კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი.

Andra Day

ცერემონიაზე მივია მუსიკოსი და მსახიობი, ანდრა დეი. მას Rosie Assoulin-ის კაბა ეცვა.

Coi Leray & Pressa

საუკეთესო ქალი ჰიპ ჰოპ არტისტის კატეგორიაში ნომინირებული Coi Leray დაჯილდოებაზე შეყვარებულთან, რეპერ Pressa-სთან ერთად მივიდა.

Chloe Bailey

Valentino-ს კაბა ეცვა ამერიკელ მუსიკოსსა და მსახიობს, ქლოი ბეილის.

Flo Milli

ალაბამელი რეპერი Flo Milli ცერემონიაზე Natalia Fedner-ის კაბითა და Nadine Aysoy-ის სამკაულებით მივიდა.

Summer Walker

ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი, სამერ უოქერი თეთრი კაბით იწონებდა თავს. მუსიკოსმა მას Ace The Jeweler-ის სამკაულები შეუხამა.

Burna Boy

ნიგერიელმა არტისტმა, დამინი ოგულუმ, ფსევდონიმით Burna Boy, თეთრ კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი.

Lil Baby

წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ლილ ბეიბი.  

Fat Joe & DJ Khaled

ფოტოგრაფებმა ერთად აღბეჭდეს ვეტერანი ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფსევდონიმით Fat Joe და ცნობილი პროდიუსერი, დიჯეი ქალიდი.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული