Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ის მამა: უსახლკარო ვარ, მაგრამ ტეკაში არ მეხმარება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა Page Six-მა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის მამა, დანიელი ამბობს, რომ უსახლკაროა და უკვე, ორი წელია თავშესაფარში ცხოვრობს. მამაკაცი ჩივის, რომ შვილი მას ფინანსურად არ ეხმარება.

Tekashi 6ix9ine-მა გაამხილა, რამდენს უხდიან ერთ კონცერტში

Tekashi 6ix9ine: ვაღიარებ, რომ ბედნიერი არ ვარ, ღმერთის რწმენა არ დაკარგოთ

"მე დანიელ ერნანდეს უფროსი ვარ, ტეკაში სიქსნაინის მამა. უსახლკარო გახლავართ და ორი წელია, თავშესაფარში ვცხოვრობ. ალბათ, ჩემა შვილმა დღემდე არ იცოდა ამის შესახებ, თუმცა, ამიერიდან გაიგებს. მას შეეძლო, ჩემთან მოსულიყო და რამით დამხმარებოდა, თუმცა, არაფერი გაუკეთებია. არადა, ვხედავ, ყველგან ფულს არიგებს", - ამბობს რეპერის მამა.

აღსანიშნავია, რომ ტეკაშიმ მამამ ბოლოს 9 წლის ასაკში ნახა. მას მშობლის განცხადებაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული