Thumbnail

შექმენი Tyler, The Creator-ის ალბომის გარეკანი შენი ფოტოთი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა წამყვანმა წარმომადგენელმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 25 ივნისს გაყიდვაში ახალი ალბომი CALL ME IF YOU GET LOST ჩაუშვა, რომლის გარეკანზეც მუსიკოსის სამოგზაურო ბარათია დატანილი. ჩანაწერის პრომოუშენის მიზნით, ტაილერმა სტუდიური ნამუშევრის სარეკლამო ვებგვერდზე აპლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც თაყვანისმცემლებს საკუთარი მონაცემების შეყვანა შეუძლიათ.

მოუსმინეთ: Tyler, The Creator ალბომს CALL ME IF YOU GET LOST ავრცელებს

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული