Thumbnail

ნახეთ: Arcade Fire-მა 2017 წლის პერფორმანსის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადურმა ჯგუფმა Arcade Fire, ახალი პროექტის Past Lives ფარგლებში, 2017 წელს ქალაქ ბარსელონაში, ფესტივალზე Primavera Sound შესრულებული კომპოზიციის No Cars Go ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.

ნახეთ: Arcade Fire-ს წევრებმა კომპოზიცია Afterlife შეასრულეს

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსები Everything Now-ს ტურნეში შესრულებული სიმღერების ჩანაწერების გავრცელებას ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს გეგმავენ.

Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა. სამი წლის შემდეგ კი ჯგუფის ფრონტმენის, უინ ბათლერის მიერ დაწერილი კომპოზიცია ფილმისთვის Her წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. 2017 წელს არტისტებმა რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Everything Now გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული