Thumbnail

Cardi B-მ BET Awards-ის სცენაზე გაამხილა, რომ ორსულადაა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული რეპერი, ქარდი ბი და მისი ქმარი, ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos-ის წევრი Offset მეორე შვილს ელოდებიან. ქარდიმ სიახლე BET Awards-ის დაჯილდოებაზე გაამჟღავნა - სამოსი, რომელიც ოფსეტთან ერთად სცენაზე გამოსულს ეცვა, სწორედ მის მუცელს უსვამდა ხაზს.

ნახეთ: Cardi B-მ ოფსეტს მამის დღეზე სიურპრიზი მოუწყო

Cardi B: სოციალურ ქსელებში ისე იქცევიან, თითქოს პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა აქვთ

მოგვიანებით 28 წლის არტისტმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "მეორე" და პოსტზე Offset მონიშნა.

ნახეთ: რა რჩევებს აძლევს Cardi B ახალბედა დედებს

ცერემონიაზე ქარდიმ 2020 წელს გავრცელებული ჰიტით WAP საუკეთესო კლიპის და წლის კოლაბორაციული ნამუშევრის კატეგორიებში გაიმარჯვა პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ Megan Thee Stallion-თან ერთად. დაჯილდოების სცენაზე კი ის Migos-ის წევრებს შეუერთდა კომპოზიციების Straightenin და Type Of Sh*t შესრულებისას.

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ საერთო გოგონა, ქალჩერი 2018 წელს შეეძინათ. მუსიკოსებს ერთმანეთთან უთანამშრომლიათ ისეთ კომპოზიციებზე, როგორებიცაა: Clout, Lick, Type Sh*t და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული