Thumbnail

ჯასტინ ბიბერი ფანებს: სახლთან ნუ მხვდებით, აქაურობა დატოვეთ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა TikTok-ის მომხმარებელმა სახელით @VanessaFex ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი ნიუ იორკში, საკუთარი აპარტამენტისკენ მიმავალი არის გადაღებული. კადრებში, ჩანს, როგორ ხვდებიან ავტომობილიდან გადმოსულ არტისტს შენობის შესასვლელთან შეკრებილი თაყვანისმცემლები, ერთ-ერთი მათგანი კი მას ჩახუტებას სთხოვს.

რას ჰყვება ჯასტინ ბიბერი ცოლთან ურთიერთობაზე ალბომში Justice

ჯასტინ ბიბერმა გაიხსენა, რატომ დამალა პასპორტი კარიერის დასაწყისში

"მესმის, შენი, მესმის, მაგრამ ეს ჩემი სახლია, ხვდები? არ მომწონს, აქ რომ ხართ. სახლში რომ ბრუნდებით, განტვირთვა არ გჭირდებათ? ასეთია ჩემთვის ეს ადგილი. ასე რომ, მადლობელი დაგრჩებით, თუ აქაურობას დატოვებთ", - მიმართა ჯასტინმა ფანს.

27 წლის შემსრულებელს აქამდეც გამოუხატავს იმის გამო უკმაყოფილება, რომ გამუდმებით ფანებისგან მალულად უწევს სახლში შესვლა.

ჯასტინ ბიბერი ფანებს აკრიტიკებს, რომლებიც მუდმივად სახლთან ელოდებიან

"რატომ გგონიათ, რომ შერაცხმყოფელი და შეუფერებელი საქციელი არ არის ჩემს სახლთან ლოდინი და ყბადაღებული მოშტერება, ასევე, იმის გადაღება, თუ როგორ შევდივარ სახლში. ეს არ არის სასტუმრო, ჩემი სახლია", - წერდა ჯასტინი ინსტაგრამზე.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული