Thumbnail

დევიდ გილმორის რჩეული გიტარის სოლოები Pink Floyd-ის შემოქმედებიდან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის ყოფილმა წევრმა, დევიდ გილმორმა ჟურნალ Guitar World-თან ინტერვიუში ბენდის შემოქმედებიდან თავისი საყვარელი გიტარის სოლოები გაიხსენა. მუსიკოსმა საუბრისას კომპოზიციების Comfortably Numb და Dogs პარტიები გამოარჩია.

დევიდ გილმორი: Pink Floyd-ის დაბრუნება სიყალბე იქნება

დევიდ გილმორის 5 რჩეული კომპოზიცია Pink Floyd-ის შემოქმედებიდან

"სიმღერის Comfortably Numb ორივე სოლო არაჩვეულებრივია. აგრეთვე, ძალიან მომწონს ნამუშევრის Dogs გიტარის პარტიებიც. ისინი ჩემთვის ცოტა განსხვავებულია. ასევე, გამოვარჩევ ჩემს სადებიუტო ალბომში შესული კომპოზიციის Raise My Rent ინსტრუმენტალს", - ამბობს გილმორი.

დევიდ გილმორმა მუსიკალური მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. 1967 წელს ის ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფს Pink Floyd შეუერთდა. კარიერის განმავლობაში გილმორმა ბენდთან ერთად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 1996 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მუსიკოსს 4 სოლო სტუდიური ალბომიც აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული