Thumbnail

კანადელი მუსიკოსი დრეიქი განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს კიდევ ერთ ახალ ჩანაწერს Yes Indeed (Pikachu) სთავაზობს, რომელშიც ახალგაზრდა რეპერი Lil Baby მონაწილეობს.

თვის დასაწყისში, დრეიქის რადიოს OVO Sound და Apple Music-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის პირობების მიხედვით, დრიზის (დრეიქის ზედმეტსახელი) ახალი კომპოზიციები "ეიფლ მიუზიქზე" ექსკლუზიურად აიტვირთება. Yes Indeed (Pikachu) პირველი ტრეკია, რომელიც შეთანხმების შემდეგ ამ მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა.

ტორონტოელი არტისტი ახალ სტუდიურ ალბომზე Scorpion მუშაობს. ჩანაწერის მთავარი სინგლები Nice For Watch და God`s Plan გახლავთ. თავად ნამუშევრის გამოსვლა მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს არტისტმა მორიგი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ალბომის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Hotline Bling გახლავთ, რომელმაც იუთუბზე მილიარდ სამას მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული