Thumbnail

Cardi B: ქალი რეპერებით მუდმივად უკმაყოფილოები არიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი ტვიტერზე ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ ქალი რეპერები მუდმივი წნეხის ქვეშ არიან და, დიდი შრომის მიუხედავად, მაინც საზოგადოების კრიტიკას იმსახურებენ.

Cardi B-მ ისაუბრა, რას ფიქრობს, როცა სხვა ქალ რეპერებს ადარებენ

"მძულს, როდესაც ქალი ჰიპ ჰოპ არტისტები შრომობენ, არაჩვეულებრივ პერფორმანსებს მართავენ, ქორეოგრაფიულ ნომრებს დგამენ და, ამის მიუხედავად, მაინც მუდმივი კრიტიკის ქვეშ არიან. ამ ფონზე კი კაცი რეპერები სცენაზე მხოლოდ წრეზე, ერთსა და იმავე ადგილზე დადიან და ხტუნაობენ, თუმცა, ამის გამო მათზე სიტყვა არავის სცდება.  საშინელებაა", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერზე.

პოსტს ქარდი ბი საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

"ქალი რეპერები თავდაუზოგავად შრომობენ თავიანთი პერფორმანსებისთვის, შოუს ვიზუალურ ნაწილზეც ზრუნავენ, საათებს უთმობენ მაკიაჟისა და ვარცხნილობის კეთებას. ამასთან, ქმნიან კარგ მუსიკას, თუმცა, მათ პატივს მაინც არავინ სცემს და ყველა მუდმივად უკმაყოფილოა. სამწუხაროდ, ახალი არაფერია, დავიღალე უკვე ამით".

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული