Thumbnail

მოუსმინეთ: Tyler, The Creator ახალ ალბომს CALL ME IF YOU GET LOST ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა წამყვანმა არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, გაყიდვაში ახალი ალბომი CALL ME IF YOU GET LOST ჩაუშვა. ალტერნატიული მუსიკოსის რიგით მე-6 სტუდიური ნამუშევარი 16 კომპოზიციას აერთიანებს. კალიფორნიელმა ჩანაწერის ფარგლებში ითანამშრომლა კოლეგებთან: 42 Dugg, DJ Drama, Domo Genesis, Fana Hues, Lil Uzi Vert, Lil Wayne, Pharrell Williams, Ty Dolla Sign, YoungBoy Never Broke Again და სხვა.

ნახეთ: Tyler, The Creator - LUMBERJACK

ნახეთ: Tyler, The Creator - WUSYANAME

ნახეთ: Tyler, The Creator - BROWN SUGAR SALMON 

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული