Thumbnail

სინგლების LUMBERJACK და WUSYANAME გავრცელების შემდეგ, თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულმა წარმომადგენელმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, მომავალი ალბომის პრომო ვიდეო BROWN SUGAR SALMON გამოაქვეყნა. კალიფორნიელი მუსიკოსის რიგით მე-6 სტუდიური ნამუშევარი CALL ME IF YOU GET LOST გაყიდვაში 25 ივნისს ჩაეშვება.

ნახეთ: Tyler, The Creator - LUMBERJACK

ნახეთ: Tyler, The Creator - WUSYANAME

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული