Thumbnail

სიმღერის სათაური კურტ კობეინს პანკ-როკ ჯგუფის Bikini Kill ვოკალისტმა კეტლინ ჰანამ შთააგონა, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს მისი ოთახის კედელს Kurt Smells Like Teen Spirit მიაწერა. 

მუსიკოსები მეგობრობდნენ და ხშირად საუბრობდნენ რევოლუციაზე, ანარქიზმზე და სხვა მსგავს თემებზე. ამიტომაც, კობეინმა ამ უწყინარ ფრაზას უფრო ღრმა მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე ის ამას იმსახურებდა. კეტლინმა ხომ მხოლოდ ის იგულისხმა, რომ კურტს Teen Spirit-ის მარკის დეოდორანტის სუნი ასდიოდა, რომელსაც მისი იმდროინდელი შეყვარებული, ტობი ვეილი იყენებდა.

მოგვიანებით Nirvana-ს ფრონტმენი ამტკიცებდა, რომ წარწერის ჭეშმარიტი დედააზრი მხოლოდ სიმღერის გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო. მაშინ, როდესაც Smells Like Teen Spirit და ჯგუფის მეორე ალბომი Nevermind მსოფლიო მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპოზიციის დამსახურებით, დეოდორანტი სახელწოდებით Teen Spirit, 1992 წელს გაყიდვების ლიდერად იქცა. 

MTV-ის მუსიკალური ვიდეორგოლების დაჯილდოებაზე Smells Like Teen Spirit-მა “ნირვანას” ორ ნომინაციაში მოუტანა გამარჯვება. კომპოზიცია  გრემიზეც იყო წარდგენილი, საუკეთესო როკ-სიმღერის კატეგორიაში. თუმცა, ჟიურის წევრებმა მას ერიკ კლეპტონის Layla ამჯობინეს. გამოცემამ Entertainment Weekly ეს დამარცხება გრემის ისტორიაში 10 ყველაზე დიდი იმედგაცრუების სიაში შეიყვანა.

2000 წელს Smells Like Teen Spirit გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტჯერ დატრიალდა MTV Europe-ის ეთერში.

მომდევნო წელს კომპოზიციამ მუსიკალურ დრამაში Moulin Rouge გაიჟღერა:

ათი წლის შემდეგ კი კომედიურ ფილმში Muppets გამოჩნდა:

Smells Like Teen Spirit არაერთ ცნობილ მუსიკოსს აქვს დაქავერებული. მათ შორის პატი სმიტს და ტორი ამოსს:

ჯაზ-ტრიომ The Bad Plus კომპოზიციის თავისებური ვერსია შემოგვთავაზა:

2016 წელს კი ღვინო „იკანოს“ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ტრადიციული ქართული მრავალხმიანობით შესრულებული Smells Like Teen Spirit  გავრცელდა:

კომენტარები

ბოლოს დამატებული