Thumbnail

წარმოშობით ვენესუელელმა მუსიკოსმა, დევენდრა ბანჰარტმა და გრემის მფლობელმა პროდიუსერმა, ნოა ჯიორგესონმა საერთო ვიდეორგოლთან ერთად, ორი ახალი კომპოზიცია In A Cistern და Into Clouds გაავრცელეს. ნამუშევრები არტისტების კოლაბორაციულ ალბომში Refuge შევა, რომელიც 13 აგვისტოს გამოიცემა.

დევენდრა ბანჰარტმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. ამავე წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი The Charles C. Leary გამოუშვა. შემსრულებელს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ფსიქოდელიურ ფოლკსა და ფოლკ როკს აერთიანებს.

ნოა ჯიორგესონმა კი შემოქმედებითი კარიერა 1999 წელს დაიწყო. 2006 წელს მუსიკოსმა, პროდიუსერმა, ხმის ინჟინერმა და მიქსინგის ავტორმა სადებიუტო სოლო ალბომი Find Shelter გაავრცელა. 2017 წელს კი არტისტმა პუერტორიკოელი მუსიკოსის iLe ჩანაწერის Ilevitable მიქსინგისთვის გრემის ჯილდოს მოპოვება მოახერხა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული