Thumbnail

გავლენიანმა თრეფ შემსრულებელმა, რადრიკ დევისმა, ფსევდონიმით Gucci Mane, ახალგავრცელებული ალბომის Ice Daddy პრომოუშენის ფარგლებში, სტუდიური ნამუშევრის სინგლზე Dboy Style გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კომპოზიციის ერთ-ერთი პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Southside გახლავთ, რომელიც გუჩისთან ხშირად თანამშრომლობს.

მოუსმინეთ: გუჩი მეინი ალბომს Ice Daddy ავრცელებს

გუჩი მეინმა, რომელიც თავს ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერს უწოდებს, მუსიკალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. მანამდე სამხრეთელი რეპერი ნარკომოვაჭრე და განგსტერი გახლდათ. ატლანტელი მუსიკოსი კანონდარღვევების გამო, ციხის გისოსებს მიღმა სამჯერ აღმოჩნდა. არტისტის დისკოგრაფიაში, რომელიც მიქსტეიპების სიმრავლით გამოირჩევა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული