Thumbnail

"მეტალიკა" The Black Album-ის განახლებულ ვერსიასა და ქავერ ალბომს გამოუშვებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Metallica თავისი რიგით მეხუთე ალბომის Metallica, იგივე The Black Album, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩანაწერის განახლებულ ვერსიას გამოსცემს. ნამუშევარს 10 სექტემბერს ბენდისვე დაარსებული ლეიბლი Blackened Recordings გაავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ნამუშევარში კოლექტივის ისეთი ცნობილი კომპოზიციებია შესული, როგორებიცაა: Enter Sandman, Nothing Else Matters, The Unforgiven, Sad but True და სხვები.

► ნახეთ: მაილი საირუსი Metallica-ს ჰიტს Nothing Else Matters ასრულებს

ჯეიმს ჰეტფილდი: კარანტინის დროს Metallica-მ ათზე მეტი ახალი სიმღერა დაწერა

"მეტალიკამ" ალბომის განახლებული ვერსიის თრეილერიც გაავრცელა:

ჯგუფი 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ 12-ტრეკიან ქავერ ალბომსაც The Metallica Blacklist გამოსცემს, რომელშიც არაერთი ცნობილი არტისტი The Black Album-ში შესულ კომპოზიციებს ასრულებს. მათ შორის არიან: მაილი საირუსი, მაკ დემარკო, St. Vincent და სხვები.

ნახეთ ალბომის თრეილერი:

ჯგუფი Metallica ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. ცხრა გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. კოლექტივს ამ დროისთვის ათი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული