Thumbnail

რატომ ნანობდა ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის კლიპში Jenny from the Block მონაწილეობას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა თავის მესამე ალბომში This Is Me… Then შესულ სინგლზე Jenny from the Block გადაღებული კლიპი 2002 წელს გაავრცელა. ამ დროს მას მსახიობ ბენ აფლეკთან ერთწლიანი რომანი აკავშირდებდა. ბენი, რომელიც ჯეილოს 2001 წელს, ფილმის Gigli გადაღებებზე შეხვდა, მომღერალს ვიდეორგოლშიც უწევდა პარტნიორობას. როგორც აღმოჩნდა, საცოლესთან დაშორების შემდეგ, აფლეკმა ინანა, რომ კლიპში მონაწილეობას დასთანხმდა.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ახალი ფოტოები

იმ პერიოდში, როცა აფლეკს სამსახობო კარიერაში ჩავარდნა ჰქონდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:

"ყველაფერზე მეტად იმას ვნანობ, რომ მუსიკალურ ვიდეოში მივიღე მონაწილეობა. მაგრამ ეს წლების წინ მოხდა, უკვე გავიარე. ჯენიფერის დადანაშაულებით არა მარტო რეგვენი გამოვჩნდები, არამედ არაჯენტლმენადაც მიმიჩნევენ. ავნო თუ არა მან ჩემს კარიერას? არა", - ციტირებდა აფლეკის სიტყვებს 2008 წელს გამოცემა The Irish Examiner.

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა მრავაწლიანი განშორების შემდეგ, ცოტა ხნის წინ, კვლავ განაახლეს ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც ჯეილო საქმროს, ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესს დაშორდა, მომღერალი პაპარაცებმა მალევე შენიშნეს ბენთან ერთად მონტანაში დასვენებისას. ამის შემდეგ მსახიობი ფლორიდაში, მაიამი ბიჩზე, ჯეილოს სახლში არაერთხელ დააფიქსირეს. ცოტა ხნის წინ აფლეკი ლოპესის შვილების გარემოცვაშიც აღბეჭდეს კამერებმა.

"გაქცევა მინდოდა" - ჯენიფერ ლოპესი იხსენებს, როგორ შეხვდა პოპულარობას

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული