Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსი Metallica-ს ჰიტს Nothing Else Matters ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მუსიკოსი, მაილი საირუსი ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს ჰიტის Nothing Else Matters ქავერ ვერსიას ავრცელებს. მას აკომპანემენტს ისეთი არტისტები უწევენ, როგორებიც არიან: "მეტალიკას" ბასისტი, რობერტ ტრუჰილო, Red Hot Chili Peppers-ის დრამერი, ჩედ სმიტი, ვიოლონჩელისტი იო იო მა, ხმისჩამწერი პროდიუსერი Andrew Watt და ელტონ ჯონი, რომელიც ჩანაწერში ფორტეპიანოს პარტიას ასრულებს. კომპოზიცია ვიდეორგოლთან ერთად გავრცელდა, რომელზეც სტუდია Hidden Road-მა იმუშავა.

მაილი საირუსი: ბილი აილიშთან სიამოვნებით ვითანამშრომლებდი

ნახეთ: მაილი საირუსმა Queen-ის We Will Rock You შეასრულა

ტრეკის ახალი ვერსია 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ, 12-ტრეკიან ქავერ ალბომში The Metallica Blacklist შევა, რომელიც ჯგუფის The Black Album-ის სახელით ცნობილი რიგით მუხეთე სტუდიური ნამუშევრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაიწერა. ნამუშევარი ორიგინალი ალბომის განახლებულ ვერსიათან ერთად ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება. როგორც ვებგვერდზე metallica.com არის აღნიშნული, The Metallica Blacklist-ის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება, მათ შორის გადაირიცხება "მეტალიკას" მიერ დაარსებულ All Within My Hands-სა და იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც ალბომში მონაწილე მუსიკოსები აირჩევენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საირუსი ზემოხსენებულ კომპოზიციას ასრულებს. 28 წლის შემსრულებელმა Nothing Else Matters 2019 წელს მუსიკალურ ფესტივალზე Glastonbury იმღერა. 1991 წელს გამოშვებული ტრეკი "მეტალიკას" შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ნამუშევარი გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული