Thumbnail

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, განაგრძობს მომავალი ალბომის CALL ME IF YOU GET LOST პრომოუშენს და მსმენელს ვიდეოსთან ერთად სტუდიური ნამუშევრის მორიგ სინგლს WUSYANAME სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერი თავად კალიფორნიელი მუსიკოსი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის თანაავტორთა შორის გრემის მფლობელ შემსრულებელს კოლეგები Jasper Dolphin, YoungBoy Never Broke Again, Ty Dolla Sign და DJ Drama ჰყავს მოხსენიებული.

ნახეთ: Tyler, The Creator - LUMBERJACK

მუსიკოსის რიგით მეექვსე ალბომი გაყიდვაში 25 ივნისს ჩაეშვება.

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული