Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ ოფსეტს მამის დღეზე სიურპრიზი მოუწყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ში 20 ივნისს მამების დღე აღინიშნა. პოპულარულმა ამერიკელმა რეპერმა, ქარდი ბიმ ამ თარიღთან დაკავშირებით ქმარს, ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos-ის წევრ Offset-ს სიურპრიზად განტვირთვის დღე მოუწყო. მან სახლის შესასვლელი ბუშტებით მოართვევინა, მზარეულს კი სადღესასწაულო ვახშამი მოამზადებინა. თავდაპირველად ქარდიმ ინსტაგრამის სთორიში ვიდეო გამოაქვეყნა, თუ როგორ ხვდება შინ დაბრუნებულ მუსიკოსს ბუშტებით მორთულ კიბეებთან. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

Cardi B: სოციალურ ქსელებში ისე იქცევიან, თითქოს პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა აქვთ

Cardi B საუბრობს, რას მიხვდა შვილის შეძენის შემდეგ

ოფსეტს ეზოში, სუფთა ჰაერზე სარელაქსაციო მასაჟი ელოდა. სახლში კი რეპერს სახის კანის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაუტარდა.

ქარდი ბიმ ინსტაგრამზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც ოფსეტი მათი საერთო გოგონას, ქალჩერის და დანარჩენი სამი შვილის გარემოცვაშია აღბეჭდილი.

"ამ დღეს გილოცავ, მამიკო ზვიგენო. შესანიშნავი მშობელი ხარ და ბევრს შრომობ შენი შვილების კეთილდღეობისთვის. იმედია, დღევანდელი დღით ისიამოვნებ", - დაასათაურა ქარდიმ 20 ივნისს გამოქვეყნებული პოსტი.

ცოლის მიერ მოწყობილი სიურპრიზის ამსახველი კადრები ოფსეტმაც გაავრცელა ინსტაგრამის სთორიში. მან ასევე შვილების მიერ შესრულებული მისალოცი წერილების ფოტოც გამოაქვეყნა.

"ასე მომილოცეს ბავშვებმა მამის დღე. მხოლოდ ეს წერილები ჩემთვის იმდენს ნიშნავს, ჩვენ ერთმანეთს ზურგს ვუმაგრებთ. ისინი ძალიან მიყვარს, მათ გარეშე არაფერი ვარ", - წერს რეპერი.

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ საერთო შვილი 2018 წელს შეეძინათ. მუსიკოსებს ერთმანეთთან უთანამშრომლიათ ისეთ კომპოზიციებზე, როგორიცაა: Clout, Lick, Type Shit და სხვა.

Cardi B: როცა ცოტა ფული მქონდა, უფრო ბედნიერი ვიყავი

კომენტარები

ბოლოს დამატებული